აფხაზეთის მთავრობის წევრებმა სამეგრელოს რეგიონში 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

.

ზუგდიდში აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ქეთევან ბაკარაძემ, კონსტანტინე კუჭუხიძემ, ვალერი ბასარიამ, დავით თუნგიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.

შეხვედრას დევნილი მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მერიისა და გამგეობის წარმოამდგენლები, ასევე საზღვრისპირა სოფლების სკოლების პედაგოგები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ,,აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა დევნილობაში — თანამედროვე რეალიები».

დღესვე მთავრობის წევრებმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა მოინახულეს, გაეცვნენ პოლიკლინიკისა და მისი ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტებს, რომელთა მიხედვით გათვალისწინებულია მწვანე ზონისა და რენდგენის ლაბორატორიის შექმნა. ქეთევან ბაკარაძემ ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის მთავარ ექიმს თამაზ ჯანაშიას აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეებში უანგაროდ გაწეული თანადგომისა და შეტანილი წვლილისათვის სიგელი გადასცა. მთავრობის წევრებმა სოფელ რუხის ტერიტორიაზე მშენებარე საავადმყოფოც მოინახულეს.