Monthly Archives: თებერვალი 2015

  • ვახტანგ ყოლბაია ქართველ რეჟისორს გიორგი ოვაშვილს შეხვდა

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები ქართველ რეჟისორს გიორგი ოვაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურის როლზე კონფლიქტების დარეგულირებისა და ტრანსოფრმირების საკითხებში.


  • ვახტანგ ყოლბაია სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთან პანაშვიდს დაესწრო

    აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთა პანაშვიდსა და დაკრძალვას დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაესწრნენ. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. პანაშვიდს და დაკრძალვას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, […]


  • ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ღია სხდომა გაიმართა

    ზუგდიდის გამგეობის შენობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ღია სხდომა გაიმართა; სხდომას აფხაზეთის მთავრობის მინისტრებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.


  • 2015 წლის 6 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

      6 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე განხილული და დამტკიცებული იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. ასევე დამტკიცდა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების 2015 წლის სამუშაო გეგმა. მთავრობის წევრებმა მოისმინეს „ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შესაბამისი […]