2015 წლის 6 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

.

 

06.02.15

6 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე განხილული და დამტკიცებული იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

ასევე დამტკიცდა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების 2015 წლის სამუშაო გეგმა.

მთავრობის წევრებმა მოისმინეს „ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შესაბამისი სამსახურების მიერ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ წვევამდელთა 2014 წლის საშემოდგომო გაწვევის შედეგების შესახებ”, სადაც აღინიშნა აფხაზეთია ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ეფექტური საქმიანობა ამ მიმართულებით.

სხდომაზე განიხილეს და მიიღეს ღონისძიებათა გეგმა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის ფეხბურთის განვითარებასა და მხარდაჭერას ეხება. ასევე დამტკიცდა დიმიტრი გულიას 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებათა გეგმა და სხვა აქტუალური საკითხები.