ვახტანგ ყოლბაია ქართველ რეჟისორს გიორგი ოვაშვილს შეხვდა

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები ქართველ რეჟისორს გიორგი ოვაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურის როლზე კონფლიქტების დარეგულირებისა და ტრანსოფრმირების საკითხებში.

გიორგი ოვაშვლის ორი ფილმი „გაღმა ნაპირი” და “სიმინდის კუნძული” აფხაზეთის თემატიკას ეხება.

შეხვედრაზე კინორეჟისორმა აღნიშა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პრეოქტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ფილმის ,,გაღმა ნაპირის”-ს თარგმნა აფხაზურ ენაზე. ,,დამზადებული ათასი  ცალი კომპაქტდისკი, რომელიც საჩუქრად გადაეცემა ენგურს გაღმა მცხოვრებ ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს”- განცხადა გიორგი ოვაშვილმა.

უახლოეს პერიოდში კულტურის სამინისტროსთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის, მოხდება  აღნიშნული კომპაქტდისკების გადმოცემა გასავრცელებლად, რისი ნახვის ინტერესიც უკვე გამოხატეს აფხაზებმა.

ფილმში  ,,გაღმა ნაპირი”, რომელიც სხვადასხვა პრესტიჟული კინო-ფესტივალის პრიზიორია, მოქმედება 90-იანი წლების თბილისსა და აფხაზეთში ვითარდება. მთავარი გმირი, აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის თედო ბექაურია.

რეჟისორის მეორე ფილმის “სიმინდის კუნძული” სიუჟეტი მდინარე ენგურზე ვითარდება, სადაც გლეხები გაზაფხულის წყალდიდობის შემდეგ წარმოქმნილ კუნძულებზე სიმინდის მოსაყვანად ნოყიერი ნიადაგის მოძებნას ცდილობენ. ნამუშევრის მთავარი გმირები აფხაზი მოხუცი, მისი შვილიშვილი და ქართველი ჯარისკაცია.