Monthly Archives: მარტი 2015

  • ნაძალადევის რაიონში ჩასახლებულ დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

      28 მარტს ნაძალადევის რაიონში კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები ჩატარდა. სამედიცინო აქციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. ასევე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და […]


  • გამკაცრებული კონტროლი ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაზე

    იმისათვის რომ, გამკაცრებულიყო კონტროლი ფსიქოტროპული ნივთერებების უკანონო მოხმარებაზე, 2014 წელს საქართველომ მნიშვნელოვნად გააფართოვა იმ ფარმაცევტულ საშუალებათა ჩამონათვალი, რომელთა შესაძენად აუცილებელია რეცეპტი. გამომდინარე ზემოაღნინულიდან, 2013 წლის შემდგომ, კუსტარული ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარება 90%-მდე შემცირდა. იხილეთ: ნარკოტიკული ნივთიერებების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგია ანგარიში



  • 7 მარტი ჟიული შარტავას დაბადების დღეა

    7 მარტს  საქართველოს  ეროვნულგმირს, აფხაზეთის ავტონომიურირესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსადა მინისტრთა საბჭოს ყოფილთავმჯდომარეს ჟიული შარტავას 71 წელი შეუსრულდებოდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისმოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესისაბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ მთავრობისწევრეებმა  და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით  შეამკეს. ვახტანგ ყოლბაია ესაუბრა ჟიული შარტავას ოჯახის წევრებსა  და ახლობლებს. ჟიული შარტავას […]


  • ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლეს, 3 მარტის დღესასწაული მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს  მათი შვილების გმირული თავდადებისთვის. „თქვენ ხართ გმირების დედები და სახელმწიფო თქვენთან ვალშია”, – ამ სიტყვებით მიმართა ვახტანგ ყოლბაიამ ქალბატონებს. აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით […]