ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლეს, 3 მარტის დღესასწაული მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს  მათი შვილების გმირული თავდადებისთვის.

„თქვენ ხართ გმირების დედები და სახელმწიფო თქვენთან ვალშია”, – ამ სიტყვებით მიმართა ვახტანგ ყოლბაიამ ქალბატონებს.

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით მსგავსი შეხვედრები ამ დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ შვილმკვდარ დედებთანაც გაიმართება.