7 მარტი ჟიული შარტავას დაბადების დღეა

.

7 მარტს  საქართველოს  ეროვნულგმირს, აფხაზეთის ავტონომიურირესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსადა მინისტრთა საბჭოს ყოფილთავმჯდომარეს ჟიული შარტავას 71 წელი შეუსრულდებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისმოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესისაბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ მთავრობისწევრეებმა  და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით  შეამკეს.

ვახტანგ ყოლბაია ესაუბრა ჟიული შარტავას ოჯახის წევრებსა  და ახლობლებს. ჟიული შარტავას დამ,  ცისანა შარტავამ  მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც  წლების მანძილზე პატივს მიაგებდნენ ჟიული შარტავას ხსოვნას.