ნაძალადევის რაიონში ჩასახლებულ დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

.

 

28 მარტს ნაძალადევის რაიონში კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები ჩატარდა.

სამედიცინო აქციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

ასევე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მ. შარაშიძის სამედიცინო ცენტრს შორის გაფორმდა  თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში დევნილი მოსახლეობისთვის ყოველი თვის ბოლო შაბათს დაიგეგმა უფასო სამედიცინო აქციები.

საერთო ჯამში, გამოკვლევების შესახებ ინფორმაცია ნაძალადევის რაიონში არსებულ 64-მდე ჩასახლების ობიექტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ეცნობათ. მთელი დღის განმავლობაში დევნილებს  შარაშიძის სამედიცინო ცენტრის მედ-პერსონალი მოემსახურა.