Monthly Archives: აპრილი 2015

  • C ჰეპატიტის მკურნალობის მსურველთათვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

    შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალდერი კვარაცხელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე C ჰეპატიტის პროგრამაში რეგისტრაციის დეტალებზე ისაუბრა. მოქალაქეებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ თბილისში:  სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისში, რეგიონებში კი სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრებში (ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, ახალციხე, გორი, რუსთავი, ამბროლაური,ბათუმი). დოკუმეტაციაში წარმოდგენილ უნდა იყოს : პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა […]


  • მ.შარაშიძის სამედიცინო ცენტრში დევნილებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

            25 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მ.შარაშიძის სამედიცინო ცენტრთან ერთად, მემორანდუმის ფარგლებში, ჩაატარა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო-დიაგნოსტიკური გასინჯვები, რომელიც მოიცავდა ექიმთა კონსულტაციებს (ოჯახის ექიმი, ქირურგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი) და ლაბორატორიულ – ინსტრუმენტულ კვლევებს (სისხლის საერთო ანალიზი; შაქრის განსაზღვრა სისხლში; კოაგულოგრამა, TSH; FT4; ელექტროკარდიოგრამა; რენდგენოლოგიური […]


  • 2015 წლის 24 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

    2015 წლის 24 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე აფხაზეთის მინისტრებმა წარადგინეს მოხსენება 2015 წლის 1 კვარტალში გაწეული სამუშაოების, სამომავლო პროექტებისა და გამოყენებული საბიუჯეტო თანხების შესახებ. აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა „აფხაზეთის ა/რ 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 თვის შესრულების შესახებ” ანგარიში წარადგინა, […]


  • დევნილებს თვალის ლაზერული ქირურგიული მკურნალობა სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდათ

    2015 წლის 12 აპრილს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემაში „ექიმები“ თვალის კლინიკა „ახალი მზერის“ დირექტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა მერაბ დვალმა ისაუბრა  თვალის ცალკეული პათოლოგიების (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) მკურნალობის თანამედროვე მეთოდის – ლაზერული კორექციის უპირატესობებზე. პროფესორმა დვალმა აღნიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანი ინიციატივა –  მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აღნიშნული მეთოდით დევნილი […]


  • C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საზეიმო მიღება

    21 აპრილს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დამტკიცდა, რომელიც ითვალისწინებს, საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა უფასო მკურნალობას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და მედიკამენტის მომწოდებელი კომპანია”გილეადის” წარმომადგენლები, ექიმები და ჟურნალისტები. ღინისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას და სრულიად საქართველოს მიულოცა უპრეცედენტო პროექტის დაწყება.