C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საზეიმო მიღება

.

21 აპრილს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დამტკიცდა, რომელიც ითვალისწინებს, საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა უფასო მკურნალობას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და მედიკამენტის მომწოდებელი კომპანია”გილეადის” წარმომადგენლები, ექიმები და ჟურნალისტები. ღინისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას და სრულიად საქართველოს მიულოცა უპრეცედენტო პროექტის დაწყება.