დევნილებს თვალის ლაზერული ქირურგიული მკურნალობა სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდათ

.

2015 წლის 12 აპრილს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემაში „ექიმები“ თვალის კლინიკა „ახალი მზერის“ დირექტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა მერაბ დვალმა ისაუბრა  თვალის ცალკეული პათოლოგიების (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) მკურნალობის თანამედროვე მეთოდის – ლაზერული კორექციის უპირატესობებზე.

პროფესორმა დვალმა აღნიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანი ინიციატივა –  მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აღნიშნული მეთოდით დევნილი მოსახლეობის მკურნალობის დაფინანსების შესახებ.

სამინისტროს ამბულატორიული დახმარების პროგრამის თვალის ლაზერული ქირურგიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 2014-2015 წ.წ. ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 25 000 ლარი, დაფინანსდა 18 ეპიზოდი თვალის კლინიკაში „ახალი მზერა“.

სამინისტრო მადლობას უხდის „ახალ მზერას“, პირადად ბატონ მერაბ დვალს  აღნიშნული პროგრამის წარმატებით რეალიზებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისთვის.