მ.შარაშიძის სამედიცინო ცენტრში დევნილებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

.

        25 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მ.შარაშიძის სამედიცინო ცენტრთან ერთად, მემორანდუმის ფარგლებში, ჩაატარა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო-დიაგნოსტიკური გასინჯვები, რომელიც მოიცავდა ექიმთა კონსულტაციებს (ოჯახის ექიმი, ქირურგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი) და ლაბორატორიულ – ინსტრუმენტულ კვლევებს (სისხლის საერთო ანალიზი; შაქრის განსაზღვრა სისხლში; კოაგულოგრამა, TSH; FT4; ელექტროკარდიოგრამა; რენდგენოლოგიური კვლება; მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკანირება)  .

       მომსახურებულ იქნა 69 ბენეფიციარი. განხორციელდა ოჯახის ექიმთან – 69 ვიზიტი; სპეციალისტებთან – 77 ვიზიტი; ექოსკოპიური გამოკვლევა – 120 ეპიზოდი, ლაბორატორიული კვლევა – 207 ეპიზოდი; აგრეთვე საჭიროებისამებრ 12 ბენეფიციარს გაეწიათ პირველადი სამედიცინო დახმარება კლინიკის მიმღებ-გადაუდებელ განყოფილებაში; 2 პაცინტს მიეცა გეგმიური ოპერაციისათვის ფ.IV-100/ა ( ქოლეცისტექტომია, თიაქარის კვეთა).

       აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობაში აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით,  რომელიც მომავალშიც გაგრძელდება ყოველი თვის ბოლო შაბათს.