Monthly Archives: მაისი 2015

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა 6 წლის პაციენტი მოინახულეს

    დღეს აფხაზეთის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (მოვალეობის შემსრუბელი) ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი,ქეთევან ბაკარაძე მის მოადგილე მარინე ონიანთან ერთად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებულ დამწვრობის ცენტრს ესტუმრა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 6 წლის პაციენტი მოინახულეს, რომელსაც ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და კანის გადანერგვა. ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს.




  • ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია

    ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ეგიდით, 30 მაისს „ბავშვთა ახალი კლინიკა“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩაატარებს უფასო სამედიცინო გასინჯვასა და კლინიკურ ლაბორატორიულ გამოკვლევებს, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის. მისამართი: ლუბლიანას ქუჩა №21 (ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ) ტელ.: (+995) 599 85 83 75 (+995) 577 09 25 01