აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონ დარეჯან ილიას ასულ ჯოჯუას გარდაცვალების გამო

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის, ცნობილი გასტროენტეროლოგისა და ღვაწლმოსილი პიროვნების ქალბატონ დარეჯან ილიას ასულ ჯოჯუას გარდაცვალების გამო.

ქალბატონმა დარეჯანმა აფხაზეთში 1944 წელს დაიწყო ექიმად მოღვაწეობა. მას შემდეგ, თითქმის ნახევარი საუკუნე იმუშავა სოხუმში და მთელი თავისი ცოდნა, ენერგია და გულისხმიერება შეალია აფხაზეთის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კეთილშობილურ საქმეს. მისი, როგორც სპეციალისტის საქმიანობა დაიწყო ეშერის ამბულატორიის მთავარი ექიმობიდან. შემდეგში იყო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიური განყოფილების ორდინატორი, გამგე.

პარალელურად, ხანგრძლივი დროის მანძილზე ასრულებდა ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი გასტროენტეროლოგის მოვალეობას. 50 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში ქალბატონმა დარეჯანმა ათასობით პაციენტს უმკურნალა, შეუნარჩუნა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, დაიმსახურა საზოგადოების განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული. აღსანიშნავია, რომ მისი მეუღლე – არსენ შურღაია და შვილი – თემური აფხაზეთში ცნობილი ოფთალმოლოგები იყვნენ.

ქალბატონ დარეჯან ჯოჯუას ნათელი სახელი აფხაზეთის მედიცინის ისტორიაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.მთელი სამინისტროს სახელით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს.