აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მუჰაჯირობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აჭარაში დაესწრო

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარინე ონიანი მუჰაჯირობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აჭარაში დაესწრო, სადაც იგი შეხვდა აჭარაში მცხოვრებ დევნილებს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ასევე აჭარის ადმინისტრაციული ხელისუფლების წარმომადგენლებს, იგი გაეცნო ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის ხელოვნების ნიმუშებს და დაესწრო აფხაზური ფოლკლორული ანსამბლის კონცერტს. მარინე ონიანი შეხვდა ასევე აჭარის გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებსა და ექიმებს.