ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია

.

ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ეგიდით, 30 მაისს „ბავშვთა ახალი კლინიკა“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩაატარებს უფასო სამედიცინო გასინჯვასა და კლინიკურ ლაბორატორიულ გამოკვლევებს, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის.

მისამართი: ლუბლიანას ქუჩა №21 (ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ)

ტელ.:
(+995) 599 85 83 75
(+995) 577 09 25 01