მადლობა მათ, ვინც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილ 13 წლის სალომეს, რომელიც ონკოჰემატოლოგიური პრობლემით იაშვილის კლინიკაში იმყოფება,სიცოცხლე შეუნარჩუნა

.

მადლობა მათ, ვინც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილ 13 წლის სალომეს, რომელიც ონკოჰემატოლოგიური პრობლემით იაშვილის კლინიკაში იმყოფება, სიცოცხლე შეუნარჩუნა.

საბედნიეროდ სალომეს მდგომარეობა დღეს სტაბილურია და ეს ყველაფერი იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც საკუთარი სისხლით გოგონა გადაარჩინეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მადლობას უხდის საქართველოს ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროებს, მედ პერსონალს, ჯარისკაცებს, რომლებმაც სისხლი გადაუსხეს პაციენტს და ასევე მათ მეთაურებს თანამშრომლობისათვის, განსაკუთრებით კი დიდ მადლობას ვუხდით ბატონ მერაბ გოცირიძეს ასევე, საქსტატის ხელმძღვანელს და მის ჯგუფს, მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს, რომლებმაც კეთილი ნება გამოხატეს და გაითვალისწინეს მათი საჭიროება ამ უდიდეს საქმეში. ჩვენდა საბედნიეროდ ამ ადამიანების სია საოცრად ვრცელია ესენი არიან: გიორგი ცერცვაძე, ხუცაძე მადონა, მახარაძე ზურაბი ირაკლი ქოქოსაძე, ქართველიშვილი ნათია, კალანდია გიორგი, გურგენიძე კობა, ჩიტუკაშვილი ზურაბი, გულუა ბაკური, კურტანიძე როინი, კიკვაძე ლაშა, კოშაძე ზაზა, თამაზაშვლი ოთარი, კორკოტაშვილი ელენე, მანია ვაჟა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ თანამშრომლობისათვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობა რომელიც კეთილი საქმის კეთებას ემსახურება, მომავალშიც გაგრძელდება.

Автобус для перевозки школьников http://www.ztu75.ru/avtobus-perevozki-shkolnikov.html заказ на сайте.