გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

.

1950 წლიდან, 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად ბავშვთა დღე აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ულოცავს ყველა პატარას, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და უსურვებს ჯანმრთელობასა და დაცულ,ერთიან ქვეყანაში ცხოვრებას. ამ დღის აღსანიშნავად ი.ციციშვილის სახელობის “ბავშვთა ახალ კლინიკაში”ჩატარდა უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის. მომსახურებით ისარგებლა ოთხასამდე დევნილის სტატუსის მქონე ბავშვმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მისი მოადგილე და თანამშრომლები პირადად აკვირდებოდნენ გამოკვლევების პროცესს,კლინიკას ასევე ესტუმრა,აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე(მოვალეობის შემსრულებელი) ვახტანგ ყოლბაია რომელიც პაციენტების ოჯახებს გაესაუბრა და პირადად გაეცნო გამოკვლევების მიმდინარეობას.ასევე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ეგიდით ჩატარდა გამოკვლევები მ.შარაშიძის სამედიცინო ცენტრში.

ხვალ, 2 ივნისს კლინიკა “ენმედიცი” უზრუნველყოფს ენდოკრინოლოგის კონსულტაციას,ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიასა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევას უფასოდ 18 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის. მისამართი ;თბილისი, არაყიშვილის 2.