უფასო გამოკვლებვები 18 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის!

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2 ივნისს კლინიკა “ენმედიცთან” თანამშრომლობით უზრუნველყო უფასო ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევა .

გამოკვლევების პროცესს დაესწრო აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე –  მარინა ონიანი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სხვა თანამშრომლებთან ერთდ.

უფასო გამოკვლევები ჩატარდა ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძების ეგიდით,  გარდა დევნილებისა გამოკვლევებში მონაწილეობა მიიღეს ეთნიკურად აფხაზებმა, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოვიდნენ.               11350117_1127850980565668_1797711591_n