ჯანმრთელობის დაცვა – ხიდი, ეთნიკურად აფხაზებსა და ქართველებს შორის.

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა,  ქეთევან ბაკარაძემ და მისმა მოადგილემ  მარინა ონიანმა ‘’მედიაკავშირ ობიექტივის’’ პირდაპირ ეთერში  პასუხი გასცეს მოსახლეობის კითხვებს.

ქეთევან ბაკარაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე თუ  რა არის დღეს  სამინისტროს პრიორიტეტი ასე უპასუხა:

“ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები და ეთნიკურად აფხაზები ჩვენი პრიორიტეტები არიან, სწორედ ამიტომ , სამინისტროში ხორციელდება ისეთი პროგრამები, რომლებიც ამ ადამიანებს ეხმარება ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ჩვენი ბენეფიციარები სარგებლობენ ძვირადღირებული , მაღალტექნოლოგიური კვლევებით. წელს ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით  წინა წლებთან შედარებით მედიკამენტებით დახმარება თერთმეტჯერ გაიზარდა, ამავე დროს აფხაზეთიდან პაციენტების მომართვიანობამ იმატა და ყოველდღიურად ხდება მათი ჩვენთან გადმოყვანა’’

ხოლო მინისტრის მოადგილემ მარინა ონიანმა ისაუბრა ეთნიკურად აფხაზი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ბავშვების პრობლემებზე და ასევე მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს თანადგომისათვის რომლებმაც ეთნიკურად აფხაზი პაციენტებისათვის სისხლი გაიღეს.

Erestile disfunktstion piller: cialissverige.org