13 -14 ივნისი , უფასო გამოკვლევები საზღვრისპირა რეგიონებში.

.

14935163643_c188067f00_o

”აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილია ფართომასშტაბიანი გასვლითი ღონისძიებები ცალკეულ რეგიონებში. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამეგრელოს რეგიონი.

აქედან გამომდინარე, პროგრამის ფარგლებში 2015 წლის 12-14 ივნისს განსაზღვრულია შესაბამისი აქცია სამეგრელოს რეგიონის ზუგდიდის რაიონის სოფლებში (ხურჩა, კოკი, ორსანტია, რუხი და ზედა ეწერი) მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისთვის.


13 ივნისს სოფელ ხურჩასა ( ბაღის შენობა) და რუხში (სკოლის შენობა) 10;00 დან 17:00 საათამდე ასევე 14 ივნისს სოფელ ზედა ეწერში (სკოლის შენობა) ექიმები უფასოდ გასინჯავენ დევნილებს და ასევე მოახდენენ დევნილებისთვის უფასო მედიკამენტების გაცემას.

აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის მუდმივი მიგრირების გამო, დევნილების რაოდენობა ამ სოფლებში ცვალებადია. ამ დროისთვის, ხურჩაში ცხოვრობს – 5 ოჯახი (16 დევნილი); ორსანტიაში – 35 ოჯახი (100-მდე დევნილი); კოკში – 7 ოჯახი (30-მდე დევნილი);  რუხში – 500-მდე ოჯახი (750-მდე დევნილი);  ზედა ეწერში – 78 ოჯახი (216 დევნილი).

 

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, აგრეთვე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმ – სპეციალისტები.