ხურჩასა და რუხში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

.

„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში დღეს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ხურჩასა და რუხში მცხოვრებ 500-მდე დევნილს ჩაუტარდა.

იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭიროების შესაბამისი მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.

აქციაში მონაწილეობას მიიღეს თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა, აგრეთვე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების წამყვანმა ექიმ-სპეციალისტებმა.

ღონისძიებას ადგილზე ადევნებდა თვალს და დევნილთა პრობლემებს ეცნობოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. პროცესს ხელმძღვანელობას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე უწევდა.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ხვალ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მცხოვრებ დევნილებს ჩაუტარდებათ.

პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდება.