თბილისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი განცხადებას ავრცელებს.

.

11020908_1454344078215312_4489066201374069232_nაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით მინდა მივუსამძიმრო დაღუპული თანამემამულეების ოჯახებს და გამოვხატო ჩემი მწუხარება იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ. დანაკარგი უმძიმესია. რთულია ასევე იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც საცხოვრებელის გარეშე დარჩნენ. დაზარალებულთა შორის არიან დევნილებიც, რომლებსაც ანალოგიური პრობლემები უკვე მეორედ განიცადეს . ჩვენი სამინისტრო მათ დასახმარებლად სრულ მზაობას გამოხატავს . სამინისტრო შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დევნილ და დაზარალებულ ოჯახებს გაეწიოთ დახმარება არამარტო ჯანდაცვის კუთხით.
მოხარული ვარ, რომ დღეს ადამიანები უპრეცედენტო სამოქალაქო სოლიდარობით,ერთობითა და შემართებით ზრუნავენ დედაქალაქზე. იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი განსაცდელი ჩვენს დედაქალაქს და ქვეყანას არასდროს აღარ შეეხება.
დღეს საქართველო ერთიანია და სწორედ ეს ერთობა მაფიქრებს, რომ ჩვენ ყველა წინააღმდეგობას ღირსეულად გადავლახავთ, მათ შორის ჩვენს უდიდეს ტკივილს – ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრი: ქეთევან ბაკარაძე.