უფასო პროფილაქტიკური გამოკვლევები მცხეთაში

.

უფასო პროფილაქტიკური გამოკვლევები დევნილებისათვის 25 ივლისს მცხეთაში, საოჯახო მედიცინის ცენტრი კოსტავას # 28
„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი გასვლითი ღონისძიება ჩატარდება რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის თხოვნით.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, აგრეთვე აფხაზეთიდან იგპ-თა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმ – სპეციალისტები.
სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაშია: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ,ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი, კარდიოლოგი.

ჩატარდება შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:
1. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.

ინსტრუმენტული გამოკვლევები (საჭიროების შემთხვევაში):
1. ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის);
2. ელექტროკარდიოგრაფია.