მცხეთაში ცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო–პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ

.

აქცია ორგანიზებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში.

 
სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის წამყვანი  კლინიკების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა, აფხაზეთიდან იგპ-თა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანმა ექიმ – სპეციალისტებმა.
 
სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი, კარდიოლოგი.
 
აქციის ფარგლებში აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მომსახურება გაუწია 100 ბენეფიციარს, დაფიქსირდა 400 ვიზიტი.
 
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა,ქეთევან ბაკარაძემ მცხეთაში მცხოვრები დევნილები მოინახულა და აქციის მიმდინარეობას მონიტორინგი პირადად გაუწია.