უფასო გამოკვლევები დევნილებისათვის თბილისში 12 სექტემბერს ჩატარდება

.

„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილია გასვლითი ღონისძიება თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში „ოქროს საწმისში“ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის. აქცია 2015 წლის 12 სექტემბერს ჩატარდება.  უფასო გამოკვლევებთან ერთად ასევე გაიცემა საჭირო მედიკამენტები.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაშია: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი, დერმატოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი.

ჩატარდება შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:

  1. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.

ინსტრუმენტული გამოკვლევები (საჭიროების შემთხვევაში):

  1. ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის);
  2. ელექტროკარდიოგრაფია.