12 სექტემბერს დევნილებისათვის უფასო გამოკვლევები ჩატარდა

.

     12 სექტემბერს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში „ოქროს საწმისში“  უფასო გამოკვლევები ჩატარდა, აფხაზეთიდან დევნილებს ასევე გადაეცათ  საჭირო უფასო მედიკამენტები.

     ღონისძიებას  დაესწრო აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე (მოვალეობის შემსრულებელი)ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ   ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.

მომსახურება მიიღო 170 მა ბენეფიციარმა. დაფიქსირდა 500 ვიზიტი.

     სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ:

   ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი, დერმატოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი.

ჩატარდა შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:

  1. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.

ინსტრუმენტული გამოკვლევები:

  1. ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის);
  2. ელექტროკარდიოგრაფია.

IMG_2616 IMG_2815 IMG_2821 IMG_2507 IMG_2705 IMG_2892 IMG_2770 IMG_2815 IMG_2716 IMG_2502 IMG_2535 IMG_2528 IMG_2760 IMG_2489 IMG_2504 IMG_2734