ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალური განცხადება

 თბილისის დროით 10:30 წუთზე , გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანას ჯიპის მარკის ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა გალის რაიონის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა  . გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ორი წევრი –  ექიმი, ლია ჩქოტუა  და საშუალო მედპერსონალი თეა ჭედია, ასევე პაციენტი, რომელიც სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს საავადმყოფოში გადაჰყავდათ . პაციენტის ოჯახის წევრი, რომელიც სასწრაფო დახმარების ავტმობილში იმყოფებოდა ამჟამად გალის  ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

    რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლს, ნიკოლოზ დროგანსიგი მსუბუქი დაზიანებებით ამავე სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაღუპული კოლეგებისა და მოქალაქის გამო და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს, ასევე გალის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოს.