საოჯახო მედიცინის ცენტრს გმირი კაპიტნის ზაურ ხუბუტიას სახელი მიენიჭება

.

26 სექტემბერს, გლდანის რაიონში მდებარე    იძულებით გადაადგილებულ პირთა საოჯახო მედიცინის ცენტრ შ.პ.ს.  „დიოსკურია“_ს ,აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის  მთავრობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრის, ზაურ ხუბუტიას      სახელი მიენიჭება.

        ზაურ ხუბუტია – გახლდათ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-მე                                                                      მექანიზებული ბრიგადის, მესამე ბატალიონის სამედიცინო სამსახურის უფროსი კაპიტანი,  რომელიც სიკვდილის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისდა ერთიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით  დაჯილდოვდა. იგი ქალაქ სოხუმში  დაბომბვის შედეგად  გარდაიცვალა.

             აღნიშნულ ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები  დღის 12:00 საათზე დაესწრებიან.

       აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლური ხელისუფლების წარმომადგენლები, გმირის ოჯახის წევრები და მედპერსონალი გაიხსენებენ  ზაურ ხუბუტიას უდიდეს ღვაწლს საქართველოს ისტორიაში,  მან  თავისი პროფესიონალიზმითა და თავდადებით, უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა  აფხაზეთის  ომში.

                                                           მისამართი: გლდანის რაიონი, ილორის ქუჩა #14