უფასო გამოკვლევები დევნილებისათვის 26 სექტემბერს თბილისის ზღვის დასახლებაში ჩატარდება

.

„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2015 წლის 26 სექტემბერს დაგეგმილია გასვლითი ღონისძიება თბილისის ზღვის დასახლება სასტუმრო „თბილისის ზღვა“-ში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის თხოვნით.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, აგრეთვე, აფხაზეთიდან იგპ-თა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმ-სპეციალისტები.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაშია: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი,  ენდოკრინოლოგი,  უროლოგი, ოფტალმოლოგი, დერმატოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი.

ჩატარდება შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:

  1. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.

ინსტრუმენტული გამოკვლევები (საჭიროების შემთხვევაში):

  1. ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის);
  2. ელექტროკარდიოგრაფია.

დარიგდება უფასო მედიკამენტები.

მიღება დილის 10:00 საათიდან.

ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით განხორციელდება.