თბილისში დევნილთათვის სამედიცინო გასინჯვები ჩატარდა

.

„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ თბილისის ზღვაზე არსებულ აფხაზეთიდან დევნილთა 3 კომპაქტურ ჩასახლებაში, „ტურბაზა“, „ოქროს საწმისი“ და „თბილისის ზღვა“ მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ. აქციის ფარგლებში დევნილებს პირველადი დახმარების მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა, აგრეთვე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანმა ექიმ-სპეციალისტებმა. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, დერმატოლოგი, ულტრა-სონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი და ექიმი-ლაბორანტი. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები .
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.
სამედიცინო აქცია აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
IMG_3488 IMG_3489 IMG_3493 IMG_3501 IMG_3506 IMG_3507 IMG_3521 IMG_3522 IMG_3528 IMG_3529 IMG_3531 IMG_3551 IMG_3554 IMG_3556 IMG_3569 IMG_3572 IMG_3574 IMG_3575 IMG_3590 IMG_3593 IMG_3595 IMG_3596 IMG_3598 IMG_3600 IMG_3601 IMG_3603 IMG_3621 IMG_3631 IMG_3656 IMG_3664 IMG_3669 IMG_3679