აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადება

.

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი აფხაზი პაციენტი დიაგნოზით- ლიმფო-პლასტური ლეიკემია იაშვილის ბავშვთა კლინიკაში გარდაიცვალა. პაციენტი შესაბამის მკურნალობას ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში 5 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ  გადიოდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პაციენტის გადასარჩენად არაერთხელ გაიღეს სისხლი. სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა   პაციენტის ოჯახის წევრები პირადად მოინახულეს და გარდაცვლილი პაციენტის ტრანპორტირება უზრუნველყვეს.