Monthly Archives: ოქტომბერი 2015

  • აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქართულ-ამერიკულ კლინიკასთან თანამშრომლობს

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქართულ-ამერიკულ კლინიკასთან თანამშრომლობს, რომელიც საქართველოში სამეცნიერო და პრაქტიკული რადიოლოგიის საერთაშორისო სტანდარტებს ნერგავს. აღნიშნული კლინიკა  2012 წელს დაარსდა,  გამოკვლევები ტარდება თანამედროვე დიაგნოსტიკურ აპარატურაზე,  კვლევის შედეგები ციფრულ ფორმატში იგზავნება  ამერიკულ ცენტრში, სადაც დიაგნოზს ამერიკელი რადიოლოგები განსაზღვრავენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბენეფიციარებს ,  შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ შემდეგი […]


  • მარტვილში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

    17 – 18 ოქტომბერს, ქ.მარტვილში მცხოვრებ დევნილებს, მაღალკვალიფიციური სამედიცინო გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდათ. აქციაში მონაწილეობა თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმებმა, აგრეთვე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების სპეციალისტებმა მიიღეს. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ; ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი, კარდიოლოგი. ჩატარდა შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები: გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. […]


  • უფასო გამოკვლევები მარტვილში 17_18 ოქტომბერს ჩატარდება

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში,  17-18 ოქტომბერს   სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ქ.მარტვილში მშვიდობის ქ.#111 მდებარე ჰოსპიტალ „სამედიცინო კორპორაცია ევექს“_ში აფხაზეთიდან დევნილებისთვის უფასო,  მაღალკვალიფიციურ სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმები, აგრეთვე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების  წამყვანი  სპეციალისტები.   აქციის ფარგლებში გაიცემა უფასო მედიკამენტები. […]