უფასო გამოკვლევები მარტვილში 17_18 ოქტომბერს ჩატარდება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, 17-18 ოქტომბერს სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ქ.მარტვილში მშვიდობის ქ.#111 მდებარე ჰოსპიტალ „სამედიცინო კორპორაცია ევექს“_ში აფხაზეთიდან დევნილებისთვის უფასო, მაღალკვალიფიციურ სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმები, აგრეთვე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი სპეციალისტები. აქციის ფარგლებში გაიცემა უფასო მედიკამენტები.
სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან:
ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი, კარდიოლოგი.
ჩატარდება შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:
- გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.
ინსტრუმენტული გამოკვლევები (საჭიროების შემთხვევაში):
- ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის);
- ელექტროკარდიოგრაფია.