მარტვილში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

.

17 – 18 ოქტომბერს, ქ.მარტვილში მცხოვრებ დევნილებს, მაღალკვალიფიციური სამედიცინო გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდათ. აქციაში მონაწილეობა თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმებმა, აგრეთვე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების სპეციალისტებმა მიიღეს.
სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ;
ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი, კარდიოლოგი.

ჩატარდა შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:

გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.
ინსტრუმენტული გამოკვლევები .

ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის);
ელექტროკარდიოგრაფია.
ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები უფასოდ დაურიგდათ.
ღონიძიებას მონიტორინგს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე პირადად უწევდა.IMG_3747 IMG_3757 IMG_3767 IMG_3786 IMG_3789 IMG_3811 IMG_3831 IMG_3865 IMG_3897 IMG_3919 IMG_3923 IMG_3946 IMG_3966 IMG_3972 IMG_4002 IMG_4048 IMG_4327 IMG_4333 IMG_4334 IMG_4336 IMG_4345 IMG_4348 IMG_4384 IMG_4388 IMG_4398 IMG_4411 IMG_4415 IMG_4430 IMG_4433 IMG_4499 IMG_4514