დევნილ ბენეფიციარებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ

.

აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქველმოქმედო ორგანიზაცია, „Campus Lions Club Tbilisi“ (კამპუს ლაიონს თბილის) თან  თანამშრომლობით დევნილ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გადასაადგილებელი ეტლი გადასცა . აღნიშნული სახის ქველმოქმედება,  პერმანენტულ სახეს  მიიღებს და  მომავალში   თანამშრომლობის ფარგლებში, ბენეფიციარები    საჭირო საშუალებებით ეტაპობრივად  დააკმაყოფილდებიან.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილებს, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტექნიკით  აქამდეც უზრუნველყოფდა, ამჯერად მოხდა  ორგანიზაციის მოძიება და მათთან თანამშრომლობის დაწყება, რათა ბენეფიციარების აღჭურვა  ეტლებით  სწრაფად მომხდარიყო.

აღნიშნული ორგანიზაციის,    „Campus Lions Club Tbilisi“  სათაო ოფისი გახლავთ ჩიკაგოშიLions Interantional თავისი სიდიდითა და ბიუჯეტით  მსოფლიოში ნომერ პირველი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც 206 ქვეყანაში ფუნქციონირებს. ორგანიზაციას აქვს 46 000-ზე მეტი კლუბი და 2.7 მილიონ ადამიანზე მეტია გაერთიანებული ქველმოქმედებისთვის. „Campus Lions Club Tbilisi“    გაეროს ანსამბლეის სრულ უფლებიანი წევრია.  ორგანიზაცია  საქართველოში აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან და მათი  საშუალებით ხდება სხვადასხვა სახის აქტივობის მხარდაჭერა,  ქველმოქმედება.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია , აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ორგანიზაციის დანიის  ოფისის პრეზიდენტს , იორინ ანდერსონს, ასევე ორგანიზაციის კლუბის პრეზიდენტს საქართველოში, რატი ქირიას ეტლების გადაცემის ცერემონიალზე  შეხვდნენ, მადლობა გადაუხადეს და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

12195960_977030189005044_1310412421176938678_n 12208257_977030182338378_4985841440326091453_n12190029_977030059005057_7971852980646025673_n 12190982_977030072338389_1520311643902940882_n