ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოშ გადმოსულ ოჯახს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაეხმარა.
.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული ოჯახი მოინახულეს, რომლებიც ყრუ-მუნჯთა თავშესაფარში არიან შესახლებულები.
მცირეწლოვან ბავშვსა და ორსულ დედას, სამინისტროს თანამშრომლებმა, საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს და უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მათზე მზრუნველობას მომავალშიც გააგრძელებს.