აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ რეფერალური ობიექტი გახსნა

.

12295241 12295384_989703347737728_3086666432596857995_n 12301659_989703471071049_4776830793713107530_n 12313705_989703294404400_8520955341974290498_n 12345508_989703277737735_1948904407729129128_n IMG_5302 IMG_5315

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (ΤΙΚΑ) ფინანსური მხარდაჭერით რეფერალური პროგრამის ფარგლებში მოქმედი ობიექტი გაიხსნა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კუთვნილი ობიექტის სარემონტო სამუშაოები და მისი შესაბამისი ინვენტარითა და ავეჯით აღჭურვა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ობიექტში განთავსებულია 2 კომფორტულად მოწყობილი საძინებელი ოთახი, 7 საწოლით და საცხოვრებლად საჭირო ინვენტარის სრული კომპლექტით, როგორც ტექნიკის, ასევე თეთრეულის სახით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო და სააბაზანო.

ობიექტის გახსნის ცერემონიას, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მუსტაფა ქორქმაზი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ბატონი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.