სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე,კონკურსის მეორე ტური ჩატარდა

.

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ არსებულ ვაკანსიებზე, გამოცხადებული კონკურსის მეორე ტური ჩაატარა.ტური ტესტურ გამოცდას მოიცავდა. მასში მონაწილეობა რვა კონკურსანტმა მიიღო.

სადამკვირვებლო კომისიის წევრები იყვნენ:

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ქეთევან ბაკარაძე;

აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენდის უფროსი- ნოდარ ჯალაღონია;

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების,ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდულ საკითთა სამმართველოს უფროსის მოადგილე- ნატო გრიგალაშვილი.