მორიგი აქცია, უფასო სამედიცინო გამოკვლევები დევნილებისათვის

.
აფხაზეთიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაკტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია უფასო  გამოკვლევები აბაშის მუნიციპალიტეტში. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ  ხორციელდება.
   აქცია ჩატარდება ხვალ, 2015 წლის 12 დეკემბერს, საოჯახო მედიცინის ცენტრ შპს „შანი“ -ის ოფისში 10 საათიდან (პოლიციის ყოფილი შენობა).
   სამედიცინო ჯგუფები დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმებით.   სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაშია: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ინფექციონისტი.
   ჩატარდება შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:
1.      სისხლის საერთო ანალიზი;
2.      გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, ინსტრუმენტული გამოკვლევები (საჭიროების შემთხვევაში)
3.      ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოებოს, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის)
4.      ელექტროკარდიოგრაფია;
 პროფილაკტიკური გამოკვლევების მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობისა და დევნილის მოწმობები.