აბაშაში დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

.

 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში,აბაშის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიერ, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.რომელსაც მაღალკვალიფიციური ექიმებისგან შემდგარი გუნდი ახორციელებდა.  მოხდა ბენეფიციარების  საჭირო მედიკამენტებით  უზრუნველყოფა. 
 
   აღნიშნული ტიპის ღონისძიება რეგულარული სახისაა და სხვადასხვა რეგიონებში ეტაპობრივად ხორციელდება.  აქციას მონიტორინგს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე  უწევდა.

 სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი,

  ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ინფექციონისტი.
ჩატარდება შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:
1. სისხლის საერთო ანალიზი;
2. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, ინსტრუმენტული გამოკვლევები
(საჭიროების შემთხვევაში)
3. ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოებოს, ფარისებრი ჯირკვლის,
სარძევე ჯირკვლის)
4. ელექტროკარდიოგრაფია;

აღნიშნულ აქციაზე დაფიქსირდა ბენეფიციართა ხუთასამდე ვიზიტი. 

   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პროგრამის ფარგლებში მსგავსი სახის ღონისძიების ჩატარებას სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

IMG_5366 IMG_5367 IMG_5373 IMG_5378 IMG_5386 IMG_5399 IMG_5401 IMG_5423