ბათუმში ქართველი და აფხაზი ახალგაზრდობის სოლიდარობის დღე აღინიშნა

.

ბათუმში ქართველი და აფხაზი ახალგაზრდობის სოლიდარობის დღე აღინიშნა

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ ბათუმის კლუბის, აჭარისა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიების, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის მერიის ორგანიზებით, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდობის სოლიდარობის დღე მოეწყო.

ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.
პროგრამის ფარგლებში გამოიფინა აფხაზი ხელოვნების მიერ შექმნილი ტილოები, ხელნაკეთი ნამუშევრები და წიგნები.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ აქსანა კვიწინია და ვანო პაპუნიძე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სიგელით დააჯილდოვა.
პროგრამას, სახელწოდებით „ქართულ-აფხაზური საგა“, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პპირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ცენტრალურ ხელისუფლებასთან და თვითმმართველ ორგანოებთან მაყვალა ბერიანიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ ლომთათიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. აჭარაში მცხოვრები აფხაზი საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები.

პროგრამის შემდეგ აჭარის უმაღლეს საბჭოში შეხვედრა გაიმართა აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და აჭარაში მოღვაწე პროფესორებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა აჭარაში აფხაზური სკოლისა და ქართულ-აფხაზური კულტურული ცენტრის შექმნის საკითხი, ერთობლივი მიმდინარე და სამომავლო პროექტები, აჭარაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემები. გამოიკვეთა აფხაზეთისა და აჭარის ტელევიზიების დამოუკიდებელი მაუწყებლობის მნიშვნელობა.

12391970_999154703459259_5074283349807222830_n 10322679_999153673459362_4452475781304617109_n 10385309_999154386792624_6403417512267376134_n 1517518_999154186792644_6376214229745511767_n