თეთრიწყაროს რაიონში დევნილებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

.

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს სამედიცინო პროგრამებს,რომლის მიხედვითაც რეგიონებში დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება,აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭირო მედიკამენტები ურიგდებათ.2015 წლის ექვსი თვის მონაცემებით 1500 მა ბენეფიციარმა
უფასო სამედიცინო გამოკვლევებითა და მედიკამენტებით ისარგებლა.

ამჯერად პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ერთ-ერთი გასვლითი ღონისძიება თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ალექსეევკაში ჩატარდა,სადაც დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და ასევე საჭირო მედიკამენტები დაურიგდათ.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი.

ჩატარდა შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:
1. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.

ინსტრუმენტული გამოკვლევები .
1. ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის);
2. ელექტროკარდიოგრაფია.

IMG_5664 IMG_5684 IMG_5710-crop IMG_5714 IMG_5718 IMG_5721 IMG_5725 IMG_5729 IMG_5747 IMG_5753