აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ზუგდიდის ყოფილ საავადმყოფოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ზუგდიდის ყოფილ საავადმყოფოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას დავალებით აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია , დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილების მოთხოვნები და გაეცნენ მათ პრობლემებს.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია , ზუგდიდის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია და ზუგდიდის დევნილთა პოლიკნინიკის დირექტორი თამაზ ჯანაშია .

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებით ყოფილ საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილებს დაპირდნენ პრობლემების ეტაპობრივად, მაქსიმალურად მცირე დროში მოგვარებას.