აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახელით სამეცნიერო ხელმძღვანელმა ფრიდონ თოდუამ მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი, აფხაზეთის მთავრობისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მემორანდუმი ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დახმარებას.

ასევე, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის პროფესიულ მომზადება/გადამზადებაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მეორადი სამედიცინო-ტექნიკური ინვენტარით აღჭურვასა და სხვა ერთობლივ პროექტებში.