ინფორმაცია სახელმწიფო რეფერალური პროგრამით სარგებლობის შესახებ

.

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ან მოქალაქეობის არმქონე პირებს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვაა. ამ მიზნს ემსახურება სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა. მის განხორციელებში აქტიურად მონაწილეობენ, როგორც საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. მნიშვნელოვნად გაიზარდა მომართვიანობა საჭირო სამედიცინო სერვისების მიღების მიზნით. ამასთან, ხშირია თანმხლები პრობლემები, რაც ძირითადად გამოიხატება შემდეგში:

– სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე ბენეფიციარს დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ დაინტერესებული პირები სძალავენ თანხებს მაშინ, როდესაც სახელმწიფო პროგრამით მომსახურეობა სრულიად უფასოა;

– საქართველოს ოფიციალური ზემოხსენებული სამინისტროსთვის მომართვის გარეშე არაერთ ბარიერს აწყდება ბენეფიციარი, რაც ართულებს საჭირო სამედიცინო მომსახურეობის დროულ მიღებას;

– შედეგად, ხშირად ხდება არასწორი გადასამართება სამედიცინო დაწესებულებებში, რაც შემდგომ აფერხებს ადექვატური მომსახურეობის ხარისხიან და დროულად მიღებას და სხვა.

აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასო სამედიცინო დახმარებას სთავაზობს. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირმა აუცილებლად უნდა მიმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და თან იქონიოს მოქალაქეობის ან სხვა პირადობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მას შეურჩევს საჭირო სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად სათანადო კლინიკას და შემდგომშიც პატრონაჟს გაუწევს ბენეფიციარს და დაეხმარება პრობლემების მოგვარებაში, ასეთის წარმოშობის შემთხვევაში.

ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფო რეფერალური პროგრამით სარგებლობის მსურველმა ბენეფიციარმა კონტაქტი უნდა იქონიოს მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებთან და არ დაუშვას სხვა არაკომპეტენტურ პირებთან ურთიერთობა.

საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარს შეუძლია დარეკოს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 551 08 09 84.