მრავალშვილიანი დედებისთვის უფასო გამოკვლევები კლინიკა “ენმედიცში” 4 მარტს ჩატარდება

.

  2016 წლის 4 მარტს 10:00-დან 16:00 საათამდე აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია დიეტოლოგიის კლინიკა ,,ენმედიცი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში , დედის დღესთან დაკავშირებით ატარებს აქციას, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მრავალშვილიანი დედებისთვის იქნება განკუთვნილი. მომართვიანობის ორგანიზებას უზრუნველყოფს აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო.

  მრავალშვილიან დედებს ჩაუტარდებათ:

1.ოჯახის ექიმის კონსულტაცია,

2.ენდოკრინოლოგის კონსულტაცია,

3.ფარისებური ჯირკვლის ექოსკოპია,

4.სისხლის საერთო ანალიზი,

5.TSH.

აქცია ჩატარდება 2016 წლის 4 მარტს 10:00-დან 16:00 საათამდე.

მის: თბილისი, არაყიშვილის N2