აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მრავალშვილიან დედებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

.

ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით აფხაზეთის  ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია დიეტოლოგიის კლინიკას „ენმედიცი“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო აქცია გაიმართა. გამოკვლევები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ჩატარდა.

პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სამედიცინო ცენტრ „ენმედიცის“ გენერალური დირექტორი კობა ბურნაძე ესწრებოდნენ.
სამედიცინო გამოკვლევების ფარგლებში მრავალშვილიანმა დედებმა ოჯახის ექიმისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია მიიღეს. ქალბატონებს ასევე, ფარისებური ჯირკვლის ექოსკოპია, თირეოტროპული ჰორმონის კვლევა და სისხლის საერთო ანალიზი ჩაუტარდათ.

  გამოკვლევები აფხაზეთის ა/რ  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ორგანიზებით გაიმართა.კლინიკა “ენმედიცთან” თანამშრომლობის ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს , უფასო მაღალკვალიფიციური გამოკვლევები მომავალშიც ჩაუტარდებათ.

12804138_847403798715678_1147412909_n 12795363_1043013112406751_736591904563659723_n
12524288_1043013269073402_7030908007474133889_n