ქეთევან ბაკარაძემ და მარინა ონიანმა მ. იაშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი ჩვილი ბენეფიციარი მოინახულეს

.

   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  ქეთევან ბაკარაძე და მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი   მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ესტუმრნენ, სადაც  გალში დაბადებული ერთი თვის ბენეფიციარი  ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გადის.

 

IMG_5954

ჩვილ ბავშვს 13 მარტს თბილისში,იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში თავის ტვინისა და ხერხემლის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.  ამჟამად ბენეფიციარი  ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურია და იგი მ. იაშვილის კლინიკის მაღალკვალიფიციური მედპერსონალის  დამსახურებით სრულიად ჯანმრთელია.

 

IMG_5979

სტუმრობისას  ქეთევან ბაკარაძემ და მაკა ონიანმა  იაშვილის კლინიკის მთავარ ექიმსა და მედპერსონალს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კლინიკა აფხაზეთის  ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბენეფიციარებს, რეფერალური პროგრამის ფარგლებში უფასოდ ემსახურება.

 

IMG_6010