დევნილ მოზარდებს უფასო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ

.

ქ. თბილისის დევნილთა მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს “ბაზი” -ს აღდგენით ცენტრთან თანამშრომლობით, მიზნობრივი პროფილაქტიკურ გასინჯვები ჩაუტარდათ, რაც გულისხმობს მოზარდების აღნაგობის დარღვევის გამოსავლენად, საჭირო სპეციფიური გასინჯვების მაღალკვალიფიციური თერაპევტის, ქირურგისა, ტრამვატოლოგის მიერ ჩატარებას . ღონისძიების დროს გაისინჯა ქ. თბილისის დევნილთა მე-2 საჯარო სკოლის 108 მოსწავლე.
გასინჯვების დროს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოზარდებში აღმოჩენილ სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის შემთხვევებს , ქალაქ თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში , შპს“ ბაზის“ მაღალკვალიფიციური ექიმები, უფასო აღდგენით თერაპიასა და მკურნალობას ჩაუტარებენ.

  ღონისძიებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე და ასევე მინისტრის მოადგილე, მარინა ონიანი ესწრებოდნენ.
მორიგი უფასო გასინჯვები დევნილ მოზარდებს, 7 აპრილს ქ. თბილისის დევნილთა მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს 13:00 საათიდან ჩაუტარდებათ.